Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პოლონელი პროფესორის ვიზიტი

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პროგრამის გაცვლითი სასწავლო აქტივობების ფარგლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს მიმდინარე კვირაში სტუმრობდა ნიკოლოზ კოპერნიკის უნივერსიტეტის (Nicolaus Copernicus University (NCU) in Toruń) ეკონომიკური მეცნიერებებისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის პროფესორი, ვიტოლდ ორჟესკო (Witold Orzeszko). პროფესორ ორჟესკოს ძირითადი სამეცნიერო ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მანქანური სწავლება, ფინანსური ეკონომეტრიკა და არაპარამეტრული სტატისტიკა.

ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ორჟესკო შეხვდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გიორგი ღაღანიძეს. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, განსაკუთრებით — სწავლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით.

ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო საჯარო ლექცია, რომელიც დაეთმო მონაცემთა მეცნიერების შესავალსა და ზედამხედველობითი მანქანური სწავლების მეთოდებს. ლექციის მიზანს წარმოადგენდა თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება ფართო აკადემიური აუდიტორიისთვის. აღნიშნული აქტივობა მნიშვნელოვანი ნაბიჯია განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციის, საგნობრივი დიალოგის გაღრმავებისა და პარტნიორ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობის განმტკიცების გზაზე.

 

თარიღი: 06/06/2025